https://sputnik-georgia.com/20251017/prezidentis-administraciis-sturmis-saqme-dakavebulta-ricxvi-62-mde-gaizarda-295418977.html
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე: დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე: დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა"... 17.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-17T20:54+0400
2025-10-17T20:54+0400
2025-10-17T20:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295240421_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_bca11b43f10f74f850972786c0c853aa.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს, შესაბამისად, საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება.4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.პოლიციამ დააკავა აქციის ხუთივე ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.საგამოძიებო მოქმედებები და დაკავებები გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295240421_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_d8bfc109b793c0f7cbd0f19825e377b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შტურმის საქმე: დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს.
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღების საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს, შესაბამისად, საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა 62-მდე გაიზარდა, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაწილს ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, ნაწილს კი სამართალდამცველებზე ძალადობა და ნივთის დაზიანება ან განადგურება.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" გამოაცხადეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
პოლიციამ დააკავა აქციის ხუთივე ორგანიზატორი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
საგამოძიებო მოქმედებები და დაკავებები გრძელდება.