https://sputnik-georgia.com/20251016/policiam-narkodanasaulistvis-47-piri-daakava-295389072.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 47 პირი დააკავა
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 47 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიუმრობა ემუქრებათ. 16.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-16T13:49+0400
2025-10-16T13:49+0400
2025-10-16T13:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_0:11:2738:1551_1920x0_80_0_0_123c476351731261a31988e256166712.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგადა 47 ნარკოდამნაშავეა დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე. დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიუმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "ჰეროინი", "მეტადონი", "ალფა პვპ", "სუბოქსინი", ,,სუბოტექსი", "მეტამფეტამინი", "ჰაშიში", "ოპიუმი", "მარიხუანა" და "მცენარე "კანაფი". გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/12/252350162_327:0:2411:1563_1920x0_80_0_0_ec789d8ed7a2e066d6c0406f21e47144.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 47 პირი დააკავა
დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიუმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. გასული 24 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კიდევ ერთი მსხვილი საპოლიციო ღონისძიების შედეგადა 47 ნარკოდამნაშავეა დაკავებული, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიუმრობა ემუქრებათ.
დაკავებულთა უდიდეს ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზებით სისტემატურად ყიდდნენ.
პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: "ჰეროინი", "მეტადონი", "ალფა პვპ", "სუბოქსინი", ,,სუბოტექსი", "მეტამფეტამინი", "ჰაშიში", "ოპიუმი", "მარიხუანა" და "მცენარე "კანაფი".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.