https://sputnik-georgia.com/20251016/axalqalaqis-meris-warmomadgeneli-qrtamis-faqtze-daakaves-295388172.html
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქრთამისთვის დააკავეს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქრთამისთვის დააკავეს
Sputnik საქართველო
საქმე მოხელის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს ეხება. 16.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-16T12:36+0400
2025-10-16T12:36+0400
2025-10-16T12:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_0:57:3078:1788_1920x0_80_0_0_8a7725fba93214f78bbb977191c5c28c.jpg
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, საქმე მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებას ეხება. გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე. ბრალდებულის განმარტებით, მის მიერ საქონლის წარმოშობის შესახებ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქციის მაღალ ფასში რეალიზაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მისი ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მსგავსი პროდუქციის ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალია სხვა ადგილწარმოშობის პროდუქციასთან შედარებით. აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი. სამართალდამცველების მიერ მოპოვებულია ამის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_ec0c41284fce02b5f3c241a33f21dbcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ქრთამისთვის დააკავეს
საქმე მოხელის მიერ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტს ეხება.
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქმე მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ ქრთამის აღებას ეხება.
გამოძიებით დადგენილია, რომ დილისკის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოშობის შესახებ სამი ანალოგიური შინაარსის ყალბი ცნობა დაამზადა. თითოეული ცნობის თანახმად, თითქოს მის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი მცხოვრებლის მიერ მოყვანილი 25 ტონა (ჯამში 75 ტონა) კარტოფილი რეალიზებულ იქნა კონკრეტულ მეწარმე სუბიექტზე.
ბრალდებულის განმარტებით, მის მიერ საქონლის წარმოშობის შესახებ გაცემული ყალბი ცნობების საფუძველზე, შესაძლებელი იქნებოდა პროდუქციის მაღალ ფასში რეალიზაცია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მისი ექსპორტზე გატანის შემთხვევაში, რადგან ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მსგავსი პროდუქციის ფასი ბაზარზე გაცილებით მაღალია სხვა ადგილწარმოშობის პროდუქციასთან შედარებით.
აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა და 2025 წლის 15 ოქტომბერს გამოართვა 6000 ლარი. სამართალდამცველების მიერ მოპოვებულია ამის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.