https://sputnik-georgia.com/20251015/kavelashvilma-da-erdoganma-shexvedra-gamartes-295377243.html
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეხვედრა გამართეს
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეხვედრა გამართეს
Sputnik საქართველო
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხებების შემდეგ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა და მიდიოდა წინ. 15.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-15T13:29+0400
2025-10-15T13:29+0400
2025-10-15T13:29+0400
საქართველო
თურქეთი
სპორტი
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0f/295373821_0:102:2048:1254_1920x0_80_0_0_e2e96c9d5362519b5f02c3198c752c22.jpg
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთ-საქართველოს ეროვნული საფეხბურთო მატჩის შემდეგ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განიხილა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე რაუნდის მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა - მეტოქის კარში ერთადერთი გოლი შეხვედრის 63-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. მატჩის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ქართველ ფეხბურთელებს და მათ სიტყვით მიმართა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის ერთად შეკვრა და გამარჯვებისკენ სვლა. მისი თქმით, ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და რამდენიმე თაობის ოცნების ასრულებით დიდი სიხარული მიანიჭეს ქართველ ერს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამარცხებების შემდეგ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა და მიდიოდა წინ. საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ სამი ქულით E ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. ნაკრები ბოლო ორ საკვალიფიკაციო მატჩს ნოემბერში გამართავს: შინ ესპანეთთან (15 ნოემბერი) და სტუმრად ბულგარეთთან (18 ნოემბერი).
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/0f/295373821_121:0:1928:1355_1920x0_80_0_0_883f6cebc823b6aefe79c470db785ee6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , სპორტი, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , სპორტი, საზოგადოება, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა საფეხბურთო მატჩის შემდეგ შეხვედრა გამართეს
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხებების შემდეგ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა და მიდიოდა წინ.
თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთ-საქართველოს ეროვნული საფეხბურთო მატჩის შემდეგ თურქ კოლეგა რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე რაუნდის მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხდა - მეტოქის კარში ერთადერთი გოლი შეხვედრის 63-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა ქართველ ფეხბურთელებს და მათ სიტყვით მიმართა. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, დამარცხების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გუნდის ერთად შეკვრა და გამარჯვებისკენ სვლა.
„მარცხის დროსაც და გამარჯვების დროსაც მთავარია, რომ ვიყოთ ერთიანები. ვიაროთ წინ, თავი მაღლა. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, ამიტომ საქართველოსთვის უფლებაც არ გაქვთ, სხვანაირად მოიქცეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და რამდენიმე თაობის ოცნების ასრულებით დიდი სიხარული მიანიჭეს ქართველ ერს.
„ახალი თაობა თითოეულ თქვენს ნაბიჯს აკვირდება, როგორ იხარჯებით ბოლომდე და სამაგალითო ამითაც უნდა იყოთ. დამარცხების შემდეგ მნიშვნელოვანია ერთად შეკვრა, რომ დაანახოთ მთელ ერს, რას წარმოადგენთ, შემთხვევით რომ არ ყოფილა ეს ყველაფერი და რომ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები“, - დასძინა ყაველაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დამარცხებების შემდეგ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ძლიერი ხდებოდა და მიდიოდა წინ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ სამი ქულით E ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი დაკარგა. ნაკრები ბოლო ორ საკვალიფიკაციო მატჩს ნოემბერში გამართავს: შინ ესპანეთთან (15 ნოემბერი) და სტუმრად ბულგარეთთან (18 ნოემბერი).