მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპი: ერდოღანს შეუძლია უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2025
გამოწერა
რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომელსაც თურქეთმა უმასპინძლა.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანს შეუძლია უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარება.
„ერდოღანს შეუძლია, მას რუსეთი პატივს სცემს, უკრაინაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ პუტინი პატივს სცემს მას და იგი (თურქეთის პრეზიდენტი) ჩემი მეგობარია“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.
ამერიკელმა ლიდერმა ასევე დაადასტურა, რომ პარასკევს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის მასპინძლობას გეგმავს. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაუღალავად მუშაობს უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად.
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი, სამწლიანი შესვენების შემდეგ, მოსკოვის ინიციატივით, 2025 წლის გაზაფხულზე განახლდა. მხარეებმა მოლაპარაკებების სამი რაუნდი გამართეს, რომელსაც თურქეთმა უმასპინძლა.
ყველა ახალი ამბავი
0