https://sputnik-georgia.com/20251014/tbilissa-da-regionebshi-9-piri-daakaves-295365417.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
Sputnik საქართველო
ბრალის დამკტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 14.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-14T15:29+0400
2025-10-14T15:29+0400
2025-10-14T15:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დროს ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე 9 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 30-დან 76 წლამდეა, ორი წარსულში ნასამართლევი პირია. ბრალის დამკტკიცების შემთხვევაში მათ 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
ბრალის დამკტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დროს ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე 9 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაციები თბილისში, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკიც 30-დან 76 წლამდეა, ორი წარსულში ნასამართლევი პირია. ბრალის დამკტკიცების შემთხვევაში მათ 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.