მარნეულში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 29 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა მარნეულში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 29 წლის მამაკაცმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 26 წლის მამაკაცს ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაშავებული „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
პოლიციამ ეჭვმიტანილი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0