https://sputnik-georgia.com/20251013/sanioli-chveni-ocnebaa-msoplio-chempionatze-tamashi-295359191.html
სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ: ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ
სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ: ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მარცხის შემდეგ თურქეთში რევანშისთვის ემზადება 13.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-13T20:00+0400
2025-10-13T20:00+0400
2025-10-13T20:00+0400
საქართველო
თურქეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288557995_696:260:1438:677_1920x0_80_0_0_4aaa1cbed96ac02c1ad74cdf8007df2c.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთის ნაკრებთან 14 ოქტომბერს გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.მისი თქმით, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ თავისი სტილითა და თვისებებით შეუძლია გამორჩეული შედეგის მიღწევა.11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან შეხვედრა მარცხით - 0:2 დაასრულა.მანამდე კი ორი მატჩი გამართა: 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორეზე თურქეთი, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია (ნული ქულით).
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288557995_468:253:1440:982_1920x0_80_0_0_cdfb4b7cc10721910e1629938ad5c22a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სანიოლი თურქეთთან მატჩის წინ: ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მარცხის შემდეგ თურქეთში რევანშისთვის ემზადება
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ჩვენი ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშოთ, ფეხბურთელებს ეს ძალიან კარგად აქვთ გაცნობიერებული, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს თურქეთის ნაკრებთან 14 ოქტომბერს გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
„თურქეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის. ჯგუფში ესპანეთის ნაკრები გამოკვეთილი ლიდერია, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. რაც შეეხება თურქეთთან მატჩს, მათთან პირველი შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ კარგად ვითამაშეთ. ველოდები, რომ მოახლოებულ თამაშში 90 წუთის მანძილზე აგრესიულად ვიმოქმედებთ და გვექნება სწორი დამოკიდებულება, რაც დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ხვალინდელი მატჩი ესპანეთთან შეხვედრისგან განსხვავებული იქნება, რადგან ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ თავისი სტილითა და თვისებებით შეუძლია გამორჩეული შედეგის მიღწევა.
„როგორც ფეხბურთელები, ისე სამწვრთნელო შტაბი კარგად ვაცნობიერებთ, რომ თუ მოვდუნდებით, შანსი არ გვექნება. დარწმუნებული ვარ, ფეხმურთელები ბოლომდე მოტივირებულები არიან, რათა ხვალ სრულიად სხვა გუნდი დავინახოთ, ვიდრე ორი დღის წინ“, – განაცხადა სანიოლმა.
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან შეხვედრა მარცხით - 0:2 დაასრულა.
მანამდე კი ორი მატჩი გამართა: 4 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურში მატჩი თურქეთთან ანგარიშით 2:3 წააგო, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე ესპანეთია, მეორეზე თურქეთი, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია (ნული ქულით).