https://sputnik-georgia.com/20251013/policiam-1-piri-daakava-295352379.html
44 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
44 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება 13.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-13T12:07+0400
2025-10-13T12:07+0400
2025-10-13T12:07+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ 35 წლის მამაკაცმა, რომელიც წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 44 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა - მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.ბრალდებულმა პირმა მიმალვის მიზნით ქვეყნის დატოვება „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მეშვეობით სცადა. თუმცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სსკ-ის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
44 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 35 წლის მამაკაცმა, რომელიც წარსულში არაერთი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია, ბათუმში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 44 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი პირი „სასწრაფო დახმარების" ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა - მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებულმა პირმა მიმალვის მიზნით ქვეყნის დატოვება „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მეშვეობით სცადა. თუმცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.