https://sputnik-georgia.com/20251013/bochorishvili-evrokavshirma-saqartvelostan-damokidebulebas-unda-gadaxedos-295354959.html
ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართ დამოკიდებულებას უნდა გადახედოს
ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართ დამოკიდებულებას უნდა გადახედოს
Sputnik საქართველო
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ქართველ ხალხზე ზეწოლის საშუალებად იყენებს. 13.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-13T14:53+0400
2025-10-13T14:53+0400
2025-10-13T14:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0b/293719038_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_ff46fac39c80dfb5177055d31ce27a93.jpg
თბილისი, 13ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირმა უნდა გადახედოს საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობას და გააცნობიეროს, რომ პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი - ევროკავშირი არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, არამედ ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.მინისტრის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ორივე მხარის რეალური საჭიროებების საფუძველზე უნდა აშენდეს. თუმცა, დღეს ბრიუსელი „ბავშვური გაბუტვის“ პოლიტიკას ავლენს და თბილისთან დიალოგს თავს არიდებს, რაც, მისი აზრით, უპერსპექტივო პოლიტიკაა. ამასთან, სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ეს მიდგომა მიუღებელია.როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ქართველ ხალხზე ზეწოლის საშუალებად იყენებს.მისი თქმით, თუ მოქმედების ეს ხაზი გაგრძელდება, ამ ნაბიჯების ერთადერთი მიზანი იქნება საქართველოს დასჯა - როგორც ხალხის, ისე მთავრობის. უფრო მეტიც, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ასეთი დისტანცირება და „დამსჯელი“ იზოლაცია უფრო მეტად სხვების ინტერესებს შეესაბამება, ვიდრე თავად ევროკავშირის ინტერესებს.„იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა და ბრიუსელი გადახედავს თავის მიდგომას, გააცნობიერებს რომ საქართველოსთან ურთიერთობები ორმხრივია და მას დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ხშირად ვუსვამთ ხაზს, რომ პარტნიორობის საჭიროება ცალმხრივი არ არის. ევროკავშირი არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, არამედ ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო და ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ახსნები და მოცემულობა. ეს მოცემულობა უნდა იყოს გაზიარებული და გაცნობიერებული ბრიუსელში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0b/293719038_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_90e69b084b4bc2ff61a912606170f547.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართ დამოკიდებულებას უნდა გადახედოს
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ქართველ ხალხზე ზეწოლის საშუალებად იყენებს.
თბილისი, 13ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირმა უნდა გადახედოს საქართველოს მიმართ უსამართლო მოპყრობას და გააცნობიეროს, რომ პარტნიორობა არ შეიძლება იყოს ცალმხრივი - ევროკავშირი არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, არამედ ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი დასავლეთის უკმაყოფილებას ხსნის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიციით და სურვილით - შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
„რაც უნდა შეიცვალოს ევროკავშირის მხრიდან - ეს არის, პირველ რიგში, დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორ მხარეს შორის ურთიერთობებზე, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, ამ მომენტში ვერ ვხედავთ. საქართველოს მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად უსამართლოა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ორივე მხარის რეალური საჭიროებების საფუძველზე უნდა აშენდეს. თუმცა, დღეს ბრიუსელი „ბავშვური გაბუტვის“ პოლიტიკას ავლენს და თბილისთან დიალოგს თავს არიდებს, რაც, მისი აზრით, უპერსპექტივო პოლიტიკაა. ამასთან, სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ეს მიდგომა მიუღებელია.
„დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს შეიცვლება და უნდა შეიცვალოს. ბოლო პერიოდში უფრო გახშირებულია ევროპის ქვეყნებთან დიალოგი, უფრო მეტი ქვეყანა და უფრო მეტი დედაქალაქი გააცნობიერებს იმას, რომ ასეთი ფორმით ქვეყანასთან ურთიერთობა არ შეიძლება და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი დედაქალაქი დასვამს კითხვის ნიშანს ბრიუსელის პოლიტიკის სისწორესთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხს პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ქართველ ხალხზე ზეწოლის საშუალებად იყენებს.
მისი თქმით, თუ მოქმედების ეს ხაზი გაგრძელდება, ამ ნაბიჯების ერთადერთი მიზანი იქნება საქართველოს დასჯა - როგორც ხალხის, ისე მთავრობის. უფრო მეტიც, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ასეთი დისტანცირება და „დამსჯელი“ იზოლაცია უფრო მეტად სხვების ინტერესებს შეესაბამება, ვიდრე თავად ევროკავშირის ინტერესებს.
„იმედი მაქვს, საქმე აქამდე არ მივა და ბრიუსელი გადახედავს თავის მიდგომას, გააცნობიერებს რომ საქართველოსთან ურთიერთობები ორმხრივია და მას დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ხშირად ვუსვამთ ხაზს, რომ პარტნიორობის საჭიროება ცალმხრივი არ არის. ევროკავშირი არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, არამედ ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო და ამას აქვს თავისი გეოპოლიტიკური ახსნები და მოცემულობა. ეს მოცემულობა უნდა იყოს გაზიარებული და გაცნობიერებული ბრიუსელში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.