ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2025
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში, ხანძრის შედეგად ხუთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
გავრცელებული ინფორმაციით, ხის ნაგებობებზე ცეცხლი დილით გავრცელდა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„ოცნების ქალაქი“ – ესაა დასახლება, რომელიც ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ბუნებრივი პირობებისა და უსახსრობის გამო მაღალმთიანი აჭარიდან გადმოსახლდა 900-მდე ოჯახი – ეკომიგრანტები, მრავალშვილიანი ოჯახები. ისინი ბარაკებსა და ვაგონებში დაბინავდნენ და ამჟამად გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
2019 წელს ხელისუფლება მათ ბარაკების ადგილზე საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას დაჰპირდა. მასშტაბური სოციალური პროექტი „ოცნების ქალაქი“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 38,7 მილიონი ლარია. მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0