https://sputnik-georgia.com/20251012/tavshesapris-mazielebli-ucxoelebi-sheizleba-saqartveloshi-ar-shemoushvan-295340114.html
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელები, შესაძლოა, ქვეყანაში არ შემოუშვან
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელები, შესაძლოა, ქვეყანაში არ შემოუშვან
Sputnik საქართველო
მიგრაციის დეპარტამენტი 7 დღის ვადაში გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე - მისცეს პირს თავშესაფარი თუ უარი უთხრას. 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T10:54+0400
2025-10-12T10:54+0400
2025-10-12T10:54+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810399_0:189:3078:1920_1920x0_80_0_0_345d846c6187919470e9c3fa8d3d79e3.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, განიხილოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი ქვეყანაში მათი შემოშვების გარეშე.შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, უშუალოდ საზღვარზე უცხოელებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა განხორციელდება იმ პირებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურების შეფასებით საფრთხეს წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ან რომლებიც ამ მიზეზით არიან დეპორტირებული საქართველოდან.ასეთ შემთხვევებში, უცხოელებს ქვეყანაში არ შემოუშვებენ მაშინაც კი, თუ ისინი თავშესაფარს ითხოვენ და საკითხი პირდაპირ საზღვარზე განიხილება.ამ შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტი 7 დღის ვადაში გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე - მისცეს პირს თავშესაფარი თუ უარი უთხრას.განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში უცხოელს ქვეყანაში შემოუშვებენ და მოკლევადიან ვიზას მისცემენ, რაც მას ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენის საშუალებას აძლევს.საზღვარზე ყოფნისა და გადაწყვეტილების მოლოდინში თავშესაფრის მაძიებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით - მამაკაცების, ქალებსა და არასრულწლოვნებს ცალ-ცალკე განათავსებენ, გამონაკლისი იქნებიან ერთი ოჯაის წევრები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810399_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_b70e3b1ae44acec32a1935c1379e16d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი უცხოელები, შესაძლოა, ქვეყანაში არ შემოუშვან
მიგრაციის დეპარტამენტი 7 დღის ვადაში გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე - მისცეს პირს თავშესაფარი თუ უარი უთხრას.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, განიხილოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი ქვეყანაში მათი შემოშვების გარეშე.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, უშუალოდ საზღვარზე უცხოელებისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა განხორციელდება იმ პირებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურების შეფასებით საფრთხეს წარმოადგენენ სახელმწიფო უსაფრთხოების, მისი ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, ან რომლებიც ამ მიზეზით არიან დეპორტირებული საქართველოდან.
ასეთ შემთხვევებში, უცხოელებს ქვეყანაში არ შემოუშვებენ მაშინაც კი, თუ ისინი თავშესაფარს ითხოვენ და საკითხი პირდაპირ საზღვარზე განიხილება.
ამ შემთხვევაში, მიგრაციის დეპარტამენტი 7 დღის ვადაში გადაწყვეტს, დააკმაყოფილოს თუ არა განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე - მისცეს პირს თავშესაფარი თუ უარი უთხრას.
განაცხადზე დადებითი პასუხის შემთხვევაში უცხოელს ქვეყანაში შემოუშვებენ და მოკლევადიან ვიზას მისცემენ, რაც მას ქვეყანაში 30 დღის განმავლობაში დარჩენის საშუალებას აძლევს.
საზღვარზე ყოფნისა და გადაწყვეტილების მოლოდინში თავშესაფრის მაძიებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით - მამაკაცების, ქალებსა და არასრულწლოვნებს ცალ-ცალკე განათავსებენ, გამონაკლისი იქნებიან ერთი ოჯაის წევრები.