https://sputnik-georgia.com/20251012/lukashenko-tomahawk-raketebis-miwodebaze-ar-gelavs-295350152.html
ლუკაშენკო Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე არ ღელავს
ლუკაშენკო Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე არ ღელავს
Sputnik საქართველო
სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ ტრამპი საკუთარ ტაქტიკას მიჰყვება - ჯერ უფრო მკაცრად მოქმედებს, შემდეგ კი „ცოტათი ნებდება და უკან იხევს 12.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-12T20:38+0400
2025-10-12T20:38+0400
2025-10-12T20:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
აშშ
ბელარუსი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283735619_25:0:1117:614_1920x0_80_0_0_f23e1f42fdbf7c20b41ab821f4fada5b.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებამდე საქმე არ მივა. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ტელეარხ "Россия 1-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, თავიდან ტრამპი ზოგან უფრო მკაცრად მოქმედებს, შემდეგ კი „ცოტათი ნებდება და უკან იხევს", ამიტომაც არ არის საჭირო Tomahawk-ის რაკეტების მიწოდების შესახებ განცხადების ისე აღქმა, თითქოს „ხვალ ყველაფერი გაფრინდება“.სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დღეს სამყარო მრავალფეროვანია და ყველა შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი არსებობს და აშშ-ის პრეზიდენტს ეს ყველაზე უკეთ ესმის.„ის (ტრამპი - Sputnik) ხვდება, რომ ეს არ უნდა მოხდეს და ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა. მე ასე მესმის, რადგანაც მას, როგორც პიროვნებას, ცოტათი ვიცნობ. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებამიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, თუმცა სურს იცოდეს, როგორ აპირებს კიევი მათ გამოყენებას.აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაადასტურა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს 1800 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტების (BGM-109 Tomahawk) მიღების თხოვნით მიმართა.როგორც რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს განაცხადა, აშშ-დან უკრაინაში Tomahawk-ის ან სხვა შორი მოქმედების იარაღის შესაძლო მიწოდება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განადგურებას გამოიწვევდა.
აშშ
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283735619_161:0:980:614_1920x0_80_0_0_dd74284b3b33844372e254e33fe055b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , ბელარუსი , პოლიტიკა, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, აშშ , ბელარუსი , პოლიტიკა, ახალი ამბები
ლუკაშენკო Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე არ ღელავს
სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ ტრამპი საკუთარ ტაქტიკას მიჰყვება - ჯერ უფრო მკაცრად მოქმედებს, შემდეგ კი „ცოტათი ნებდება და უკან იხევს
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებამდე საქმე არ მივა. ამის შესახებ ბელარუსის ლიდერმა ტელეარხ "Россия 1-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ამ მხრივ დამშვიდებაა საჭირო. ჩვენს მეგობარ დონალდს, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე აქტუალურ საკითხებთან გამკლავების გარკვეული ტაქტიკა აქვს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
როგორც მან აღნიშნა, თავიდან ტრამპი ზოგან უფრო მკაცრად მოქმედებს, შემდეგ კი „ცოტათი ნებდება და უკან იხევს", ამიტომაც არ არის საჭირო Tomahawk-ის რაკეტების მიწოდების შესახებ განცხადების ისე აღქმა, თითქოს „ხვალ ყველაფერი გაფრინდება“.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დღეს სამყარო მრავალფეროვანია და ყველა შხამის საწინააღმდეგო ანტიდოტი არსებობს და აშშ-ის პრეზიდენტს ეს ყველაზე უკეთ ესმის.
„ის (ტრამპი - Sputnik) ხვდება, რომ ეს არ უნდა მოხდეს და ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა. მე ასე მესმის, რადგანაც მას, როგორც პიროვნებას, ცოტათი ვიცნობ. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
Tomahawk-ის რაკეტების მიწოდება
მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ, თუმცა სურს იცოდეს, როგორ აპირებს კიევი მათ გამოყენებას.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა დაადასტურა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპს 1800 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტების (BGM-109 Tomahawk) მიღების თხოვნით მიმართა.
როგორც რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 5 ოქტომბერს განაცხადა, აშშ-დან უკრაინაში Tomahawk-ის ან სხვა შორი მოქმედების იარაღის შესაძლო მიწოდება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განადგურებას გამოიწვევდა.