https://sputnik-georgia.com/20251011/tbilissi-narkodanasaulis-braldebit-7-piri-daakaves-295335077.html
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T10:59+0400
2025-10-11T10:59+0400
2025-10-11T11:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_06a462f89dd34288e2899f1385c88eb5.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. სამართლდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 43 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირებასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. ბრალდებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი, ალფა-პვპ და მცენარე კანაფი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250824828_133:0:2358:1669_1920x0_80_0_0_23d08ff5155e2f10a8864923a58ea556.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს
10:59 11.10.2025 (განახლებულია: 11:59 11.10.2025) დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. სამართლდამცველებმა თბილისში სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, რომელთა ასაკი 20-დან 43 წლამდეა, საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირებასა და რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
ბრალდებულთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: გამომშრალი მარიხუანა, მეთადონი, ალფა-პვპ და მცენარე კანაფი.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.