https://sputnik-georgia.com/20251011/ras-gadawyvets-opozicia-tbilisis-meri-sakrebulos-momaval-semadgenlobaze-295335889.html
რას გადაწყვეტს ოპოზიცია - თბილისის მერი საკრებულოს მომავალ შემადგენლობაზე
რას გადაწყვეტს ოპოზიცია - თბილისის მერი საკრებულოს მომავალ შემადგენლობაზე
Sputnik საქართველო
დიალოგის კარი ღია რჩება ყველასთვის, ვინც ქალაქის განვითარებისთვის კონსტრუქციულ იდეებს შესთავაზებს, განაცხადა კალაძემ 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T14:03+0400
2025-10-11T14:03+0400
2025-10-11T14:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
კახა კალაძე
თვითმმართველობის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_0:63:1600:963_1920x0_80_0_0_bed778b1406a19227ecb9387c7e7bf96.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში შესვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნის დაკარგვა მათთვის წამგებიანი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 81,689% მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო მერობის კანდიდატებმა გამარჯვება 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პირველი ტურში მოიპოვეს.თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგის კარი ღია რჩება ყველასთვის, ვინც ქალაქის განვითარებისთვის კონსტრუქციულ იდეებს შესთავაზებს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის წინა მცდელობებს კრიტიკა და ცილისწამება მოჰყვა.„ამიტომ, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა მე გამიხარდებოდა, საკრებულოში წარმოდგენილი იყოს იმ ადამიანების ხმები, ვინც ხმა მისცა და მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა.არჩევნებს აკვირდებოდნენ 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდაწინასწარი მონაცემებით, 50-ადგილიან თბილისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნება“ 45 ადგილს მიიღებს, ხოლო ოპოზიცია ხუთს. პროპორციული ბარიერი სამმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა: „ძლიერი საქართველო“ 2 ადგილით, „გირჩი“ 2 ადგილით და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 1 ადგილით. წინა არჩევნებში მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და საკრებულოს გარეთ დარჩა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/02/294374896_118:0:1483:1024_1920x0_80_0_0_0b7bacd223af0ab6b5937610530fe167.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, კახა კალაძე , თვითმმართველობის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, კახა კალაძე , თვითმმართველობის არჩევნები
რას გადაწყვეტს ოპოზიცია - თბილისის მერი საკრებულოს მომავალ შემადგენლობაზე
დიალოგის კარი ღია რჩება ყველასთვის, ვინც ქალაქის განვითარებისთვის კონსტრუქციულ იდეებს შესთავაზებს, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციის გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში შესვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნის დაკარგვა მათთვის წამგებიანი იქნება, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 81,689% მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა, ხოლო მერობის კანდიდატებმა გამარჯვება 64 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პირველი ტურში მოიპოვეს.
„არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, თუმცა მგონია, რომ ძველი გამოცდილებით უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნის დაკარგვა მათთვის წამგებიანია“, - განაცხადა კალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში.
თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიალოგის კარი ღია რჩება ყველასთვის, ვინც ქალაქის განვითარებისთვის კონსტრუქციულ იდეებს შესთავაზებს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ თანამშრომლობის წინა მცდელობებს კრიტიკა და ცილისწამება მოჰყვა.
„ამიტომ, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საკრებულოში შემოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა მე გამიხარდებოდა, საკრებულოში წარმოდგენილი იყოს იმ ადამიანების ხმები, ვინც ხმა მისცა და მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობამ 40,93% შეადგინა.
არჩევნებს აკვირდებოდნენ 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, არჩევნები მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა
წინასწარი მონაცემებით, 50-ადგილიან თბილისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნება“ 45 ადგილს მიიღებს, ხოლო ოპოზიცია ხუთს. პროპორციული ბარიერი სამმა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა: „ძლიერი საქართველო“ 2 ადგილით, „გირჩი“ 2 ადგილით და „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 1 ადგილით. წინა არჩევნებში მესამე ადგილზე გასულმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და საკრებულოს გარეთ დარჩა.