https://sputnik-georgia.com/20251011/okaces-kanionze-mogzauroba-uamindobis-drosac-gaxda-sesazlebeli-295336200.html
ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა
ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა
Sputnik საქართველო
ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის. 11.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-11T15:31+0400
2025-10-11T15:31+0400
2025-10-11T15:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმი
დაცული ტერიტორიების სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0b/278456828_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_67c45c8efdfa83d94d1754c81a043e56.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხდებაში. სააგენტოს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას, რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ დაკიდულ ბილიკზე გავლა უამინდობის დროს გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა. უწყების ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. კანიონი მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია. 2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/0b/278456828_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_a72e9c03e9ce12c6c2410f018b8cf14e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმი, დაცული ტერიტორიების სააგენტო
ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა
ოკაცეს კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის.
თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხდებაში.
სააგენტოს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობები ზღუდავდა ტერიტორიაზე ვიზიტორთა გადაადგილებას, რკინის კონსტრუქციაზე მოწყობილ დაკიდულ ბილიკზე გავლა უამინდობის დროს გარკვეული ტიპის საფრთხეებს ქმნიდა.
„აღნიშნული გამოწვევების აღმოსაფხვრელად, ოკაცეს კანიონზე დაცული ტერიტორიების სააგენტომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა: მოეწყო მეხამრიდები და დამონტაჟდა სპეციალური დამცავი ბადეები, რომლებიც ამაგრებს კლდოვან ფერდობებს და ქვათაცვენის საფრთხეს ამცირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს.
ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია.
კანიონი მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.
2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.