თბილისში ორი ახალგაზრდა დაჭრეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2025
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 21 წლის პირი ცხელ კვალზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 19 და 21 წლის პირებს და მომხდარის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0