https://sputnik-georgia.com/20251010/tavdasxma-polonetis-moqalaqeebze-tbilissi-saqmeze-kidev-erti-piri-daakaves-295320801.html
თავდასხმა პოლონეთის მოქალაქეებზე თბილისში: საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
თავდასხმა პოლონეთის მოქალაქეებზე თბილისში: საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის მოქალაქეებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ. 10.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-10T13:17+0400
2025-10-10T13:17+0400
2025-10-10T13:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
პოლონეთი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_173b42cdaf02fd40ee91e9b5c0c664b5.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი, 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ორი პირი გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა მათ ბლაგვი საგანიც კი ჩაარტყა.მომხდარის შემდეგ დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები არიან. მათ თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458144_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_7bc5af53471e0b8cd6ed8d7157b58010.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, პოლონეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, პოლონეთი , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თავდასხმა პოლონეთის მოქალაქეებზე თბილისში: საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის მოქალაქეებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი, 20 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ორი პირი გუშინ ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა მათ ბლაგვი საგანიც კი ჩაარტყა.
მომხდარის შემდეგ დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები არიან. მათ თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.