https://sputnik-georgia.com/20251009/tbilissi-polonetis-sam-moqalaqeze-izalades-dakavebulia-ori-piri-295313686.html
თბილისში პოლონეთის სამ მოქალაქეზე იძალადეს: დაკავებულია ორი პირი
თბილისში პოლონეთის სამ მოქალაქეზე იძალადეს: დაკავებულია ორი პირი
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის მოქალაქეებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T16:17+0400
2025-10-09T16:17+0400
2025-10-09T16:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_0:132:2500:1538_1920x0_80_0_0_34303e3ed586d7c027af102cfe08a88f.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ორი პირი ცხელ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 21 და 40 წლის პირები. მათ შორის ერთ-ერთი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბლაგვი საგნით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს.მომხდარის შემდეგ დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები არიან. მათ თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825092_138:0:2363:1669_1920x0_80_0_0_c0892f0f125ea77045a297ffd9e4621e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისში პოლონეთის სამ მოქალაქეზე იძალადეს: დაკავებულია ორი პირი
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის მოქალაქეებს თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით თბილისში ორი პირი ცხელ დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 21 და 40 წლის პირები. მათ შორის ერთ-ერთი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ბლაგვი საგნით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს.
მომხდარის შემდეგ დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები პოლონეთის სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები არიან. მათ თავს, სავარაუდოდ, ხელკეტებითა და დანით დაესხნენ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.