https://sputnik-georgia.com/20251009/saqartvelosi-gripis-sawinaarmdego-vaqcinacia-uaxloes-dreebsi-daiwyeba-295312563.html
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
Sputnik საქართველო
სპეციალისტის განცხადებით, ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T19:38+0400
2025-10-09T19:38+0400
2025-10-09T19:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანმო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_0:120:3068:1847_1920x0_80_0_0_c14664f50f8f34c7fe9dac80b59de594.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უკვე შემოტანილია 200 ათასი დოზა 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. მისი ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ვაქცინა უფასო იქნება უპირველესად რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. მისი განმარტებით, სექტემბრის ბოლო მონაცემებით, ვირუსების მაჩვენებელი შედარებით მომატებულია და მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში. „აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და შემთხვევებს შორის კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი", - განაცხადა ჩხაიძემ. როგორც მან აღნიშნა, რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ვირუსები გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე. გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა. საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251849_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_e97d19725a3158d6db201096ad30d4b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანმო , საზოგადოება
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება
სპეციალისტის განცხადებით, ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში უკვე შემოტანილია 200 ათასი დოზა 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
მისი ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ვაქცინა უფასო იქნება უპირველესად რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან.
„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები. ჯერჯერობით ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, სექტემბრის ბოლო მონაცემებით, ვირუსების მაჩვენებელი შედარებით მომატებულია და მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.
„აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და შემთხვევებს შორის კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი", - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც მან აღნიშნა, რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ვირუსები გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ 40 ათასი ვაქცინა შეიძინა, მაგრამ წამლის დიდი ნაწილის ათვისება ვერ მოხერხდა. მომდევნო წლებში ქვეყანამ დაიწყო ვაქცინის 200 ათასი დოზის შეძენა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.