https://sputnik-georgia.com/20251009/ra-moxdeba-nacmozraobis-akrzalvis-semtxvevasi-tina-bokucavas-mosazreba-295315413.html
რა მოხდება „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში - თინა ბოკუჩავას მოსაზრება
რა მოხდება „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში - თინა ბოკუჩავას მოსაზრება
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში ოპოზიციური პარტიების გაუქმების საფუძვლად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სახელდება 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T18:31+0400
2025-10-09T18:31+0400
2025-10-09T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს პარლამენტი
საკონსტიტუციო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/03/249347549_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_ad32dddbecb997e716ee3ef60bb39bc4.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“ შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაბიჯებს ელოდება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს ქვეყნის ოთხი ძირითადი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაუქმების მოთხოვნით.ამასთან მან არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან შეთანხმებების სანაცვლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართავს.გაუქმების მიზეზებიმმართველ პარტიაში პარტიების გაუქმების საფუძვლად სახელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას სწავლობდა.კომისიამ დაადგინა, რომ ენმ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას ახორციელებენ.კომისიის აზრით, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ხსენებული პარტიები „ნაცმოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში და კოალიციურ მართვაში არიან.კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას.„მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, - ნათქვამია ანგარიშში.როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოშისაკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.შესაძლებელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინება?ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.ამრიგად, ეს შეუძლებელს ხდის ახალი პარტიის გაჩენას, რომლის შემადგენლობაშიც გაუქმებული პარტიების ლიდერები შევლენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/03/249347549_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_57dc479e05cb7ba4e93ff908a80a52e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , საქართველოს პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო
რა მოხდება „ნაცმოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში - თინა ბოკუჩავას მოსაზრება
მმართველ პარტიაში ოპოზიციური პარტიების გაუქმების საფუძვლად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა სახელდება
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“ შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაბიჯებს ელოდება, განაცხადა პარტიის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს ქვეყნის ოთხი ძირითადი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ გაუქმების მოთხოვნით.
„პარტიები თუ არ ვუქმდებით, ვიწყებთ სრულ რეგენერაციას და შემდეგ მაინც მივდივართ გაერთიანებისკენ და გამსხვილებისკენ. პარტიების თუ აუქმებს უნდა შეიქმნას დიდი საერთო მოძრაობა, სადაც გაერთიანდება ყველა ადამიანი, ვისაც გასიგრძეგანებული აქვს, რამდენად ეგზისტენციალურია ის საფრთხე, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, როგორც ქვეყანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან მან არ გამორიცხა, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთთან შეთანხმებების სანაცვლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართავს.
მმართველ პარტიაში პარტიების გაუქმების საფუძვლად სახელდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას სწავლობდა.
კომისიამ დაადგინა, რომ ენმ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეშლას ახორციელებენ.
კომისიის აზრით, „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან გამოსული ხსენებული პარტიები „ნაცმოძრაობასთან“ სრულ კოორდინაციაში და კოალიციურ მართვაში არიან.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე პერიოდის კვლევამ ვერ გამოავლინა ვერც ერთი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა პირებმა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეს თუნდაც მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ მმართველ ძალას.
„მათ ყველა ზომას მიმართეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ მოეპოვებინა, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი არ გამხდარიყო და სხვა, ქვეყნისა და მისი მომავლისთვის სასიკეთო მიღწევები არ ჰქონოდა. უფრო მეტიც, გარე ძალების ნების შესაბამისად, მათ აწარმოეს და მონაწილეობა მიიღეს ომის პროპაგანდაში, რომელიც 2022 წელს მძვინვარებდა საქართველოში და დღესაც, გარკვეულწილად, აქტუალურია. ამით დესტრუქციულმა ძალებმა საქართველო ეგზისტენციალური საფრთხისათვის გაწირეს და არავითარი მონაწილეობა არ მიიღეს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში“, - ნათქვამია ანგარიშში.
როდის შეიძლება გაუქმდეს პარტია საქართველოში
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანია შემდეგი:
საკონსტიტუციო წყობის დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა;
ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, თუ ის ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ან ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის დათესვას.
შესაძლებელია თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ აღორძინება?
ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი და საქმიანობის არსი (მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული სია) იმეორებს ადრე აკრძალული პარტიის მიზანს და არსს.
ამრიგად, ეს შეუძლებელს ხდის ახალი პარტიის გაჩენას, რომლის შემადგენლობაშიც გაუქმებული პარტიების ლიდერები შევლენ.