https://sputnik-georgia.com/20251009/ra-ganixila-saqartvelos-tavdacvis-ministrma-turq-kolegastan-295314476.html
რა განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან
რა განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან
Sputnik საქართველო
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთში ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ანკარაში ის საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობს. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T21:32+0400
2025-10-09T21:32+0400
2025-10-09T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვა
თურქეთი
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2020
აზერბაიჯანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0a/289832590_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_cb3424d086ba044775604ba785517242.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალის ფარგლებში თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერს შეხვდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია დინამიურად ვითარდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ასევე არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის ძალისხმევა. გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსა და თურქეთის შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის დადებით დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებში გამოიხატება, მათ შორის აღინიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში. შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის თავდაცვის მინისტრსა და თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანი თურქეთში ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. 2024 წელს მინისტერიალი საქართველოში გაიმართა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების სამმხრივ ფორმატში შეხვედრას, თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს. სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების გეგმებს განიხილავენ. სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ყოველწლიურად მონაცვლეობით იმართება აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში. მომავალ წელს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას აზერბაიჯანი უმასპინძლებს.
საქართველო
თურქეთი
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/0a/289832590_154:0:1127:730_1920x0_80_0_0_0a698fd35f318a5e23abd32245405004.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, თურქეთი , სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2020, აზერბაიჯანი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვა, თურქეთი , სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში 2020, აზერბაიჯანი
რა განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგასთან
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთში ვიზიტით გუშინ გაემგზავრა. ანკარაში ის საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში მონაწილეობს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალის ფარგლებში თურქეთის თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერს შეხვდა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია დინამიურად ვითარდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, ათწლეულების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, ასევე არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში თურქეთის ძალისხმევა.
გარდა ამისა, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ამ ფონზე, საქართველოსა და თურქეთის შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის დადებით დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებში გამოიხატება, მათ შორის აღინიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის თავდაცვის მინისტრსა და თურქულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ჩიქოვანი თურქეთში ვიზიტით გუშინ გაემგზავრა.
სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება. 2024 წელს მინისტერიალი საქართველოში გაიმართა.
მიმდინარე წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის უწყებათა ხელმძღვანელების სამმხრივ ფორმატში შეხვედრას, თურქეთის დედაქალაქი ანკარა მასპინძლობს.
სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების გეგმებს განიხილავენ.
სამმხრივი შეხვედრის შემდეგ მინისტრები ერთობლივ დეკლარაციას მოაწერენ ხელს და მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა ყოველწლიურად მონაცვლეობით იმართება აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში. მომავალ წელს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას აზერბაიჯანი უმასპინძლებს.