https://sputnik-georgia.com/20251009/korpusis-binasi-kanafi-gaasena-tbilissi-narkorealizatori-daakaves-295308224.html
კორპუსის ბინაში კანაფი გააშენა: თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს
კორპუსის ბინაში კანაფი გააშენა: თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T16:29+0400
2025-10-09T16:29+0400
2025-10-09T16:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/24/238392494_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_5e38a75c01e35dd2bcb05bdeedfcc24e.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება დაკავებულს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციას ედავება. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 9 ძირი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება პსილოცინის შემცველი სოკო და გამომშრალი მარიხუანა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23839/24/238392494_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7967d18cf5ea946c13ad59bacbb34245.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კორპუსის ბინაში კანაფი გააშენა: თბილისში ნარკორეალიზატორი დააკავეს
დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებასა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციას ედავება.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 9 ძირი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება პსილოცინის შემცველი სოკო და გამომშრალი მარიხუანა.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.