https://sputnik-georgia.com/20251009/batumis-saertasorisoaeroportsi-memilione-mgzavri-dafiqsirda-295308960.html
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ბათუმის აეროპორტის მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩია, რომელიც საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდა. 09.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-09T13:51+0400
2025-10-09T13:51+0400
2025-10-09T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
აჭარა
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/44/241224484_36:0:1064:578_1920x0_80_0_0_23d5176a08d9c65374c4e9e9b26f5ab4.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად წლიურ ჭრილში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ბათუმის აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი, საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს. ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯია ბათუმისა" და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ 32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200.000-ზე მეტ მგზავრს. წინასწარი პროგნოზით, 2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და 1,2 მილიონს მიაღწევს.
საქართველო
ბათუმი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24122/44/241224484_164:0:935:578_1920x0_80_0_0_93da93985cc9a73a15b438cb5d2ac717.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ბათუმი , აჭარა , ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მემილიონე მგზავრი დაფიქსირდა
ბათუმის აეროპორტის მემილიონე მგზავრი გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩია, რომელიც საქართველოში ტურისტულად ჩამოვიდა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა პირველად წლიურ ჭრილში მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ბათუმის აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი, საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს.
ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯია ბათუმისა" და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ბათუმის აეროპორტში 2025 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდამ 32%-ი შეადგინა. მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო აგვისტოში, როდესაც აეროპორტი ერთი თვის ჭრილში პირველად მოემსახურა 200.000-ზე მეტ მგზავრს.
წინასწარი პროგნოზით, 2025 წელი ისტორიული იქნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის მგზავრთნაკადის კუთხით. წინასწარი პროგნოზით, წლის ბოლომდე ბათუმის აეროპორტში მგზავრთნაკადი ყველა დროის რეკორდს მოხსნის და 1,2 მილიონს მიაღწევს.