https://sputnik-georgia.com/20251008/tbilisshi-endokrinologiis-forumi-gaixsna-295295033.html
თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
Sputnik საქართველო
ღონისძიებაში 400-მდე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტი მონაწილეობს. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T17:00+0400
2025-10-08T17:00+0400
2025-10-08T17:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294415451_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_4dce5a1f57ea96ac98434fac6408144b.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება, რომლის მიზანიც, ამ მიმართულებით, ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საერთაშორისო ფორუმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.„ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა არა მხოლოდ ზოგადად გამოცდილების გასაზიარებლად, არამედ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად....ჩვენი სამინისტრო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტად წავახალსისოთ ასეთი ტიპის აქტივობები, რომლის მთავარი ამოცანაც არის კვალიფილაციის დონის ამაღლება მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში", - განაცხადა სარჯველაძემ.ორდღიანი ფორუმი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს. მონაწილეები ასევე განიxილავენ ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. აშშ-ის „მეიოს“ კლინიკის წამყვანი ექსპერტები კი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ღონისძიებაში 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი - ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მონაწილეობენ.საერთაშორისო ფორუმი თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/05/294415451_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_a4f126a0f7895994324dd9410c8d74f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა
ღონისძიებაში 400-მდე ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტი მონაწილეობს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ფორუმი ტარდება, რომლის მიზანიც, ამ მიმართულებით, ცოდნის გაღრმავება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო ფორუმი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა.
„ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა არა მხოლოდ ზოგადად გამოცდილების გასაზიარებლად, არამედ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად....ჩვენი სამინისტრო დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტად წავახალსისოთ ასეთი ტიპის აქტივობები, რომლის მთავარი ამოცანაც არის კვალიფილაციის დონის ამაღლება მთლიანად ჯანდაცვის სისტემაში", - განაცხადა სარჯველაძემ.
ორდღიანი ფორუმი მოიცავს კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებულ პრეზენტაციებს. მონაწილეები ასევე განიxილავენ ენდოკრინოლოგიის თანამედროვე მიდგომების ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენების მეთოდებს. აშშ-ის „მეიოს“ კლინიკის წამყვანი ექსპერტები კი ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს ენდოკრინოლოგიის უახლეს მიღწევებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ღონისძიებაში 400-მდე ქართველი და საერთაშორისო დელეგატი - ენდოკრინოლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები და შინაგანი მედიცინის სპეციალისტები მონაწილეობენ.
საერთაშორისო ფორუმი თბილისში კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.