https://sputnik-georgia.com/20251008/ra-awuxebs-bizness-saqartveloshi-kvleva-295280812.html
რა აწუხებს ბიზნესს საქართველოში - ბიზნეს-ასოციაციის ახალი კვლევა
რა აწუხებს ბიზნესს საქართველოში - ბიზნეს-ასოციაციის ახალი კვლევა
Sputnik საქართველო
ასოციაციის წევრმა-კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 19 აგვიტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს. 08.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-08T12:00+0400
2025-10-08T12:00+0400
2025-10-08T12:00+0400
საქართველო
საქართველოს ბიზნესგარემო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250187049_0:108:2049:1260_1920x0_80_0_0_e9d505b89080e756cb2b9bc1b34ea0dc.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნესისთვის მთავარ პრობლემას სპეციალისტების ნაკლებობა წარმოადგენდა, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (GBA) კვლევაში.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG-ი აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.ასოციაციის წევრმა-კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 19 აგვიტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს.რა უშლის ხელს ბიზნესსკვლევაში აღნიშნულია, რომ მეორე კვარტალთან შედარებით 4%-ით შეგაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.საქართველოში ბიზნესის შემაფერხებელი ხუთი ძირითადი მიზეზი (მესამე კვარტალში):სპეციალისტების დეფიციტი ყველაზე მწვავეა სამშენებლო სექტორსა და საშუალო ბიზნესში.სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად მოქმედებს ყველა ზომის კომპანიებზე, განსაკუთრებით მომსახურების სფეროზე.მუშახელის დეფიციტი ყველაზე მწვავეა სამშენებლო სექტორში, რაც თანაბრად აქტუალურია როგორც მცირე, ისე მსხვილი საწარმოებისთვის.ლარის კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ვაჭრობისა და მცირე ბიზნესის სექტორებში.მოთხოვნის ნაკლებობა თანაბრად მოქმედებს მრეწველობასა და ვაჭრობაზე, თუმცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ შეიმჩნევა.საქმიანი კლიმატიკვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის კვლევის (BAG ინდექსი) ფარგლებში გამოკითხულმა ქართულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები.2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ზრდის ფაზაში რჩება.მიმდინარე საქმიანი სიტუაციის ყველაზე მაღალი შეფასება მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - მრეწველობაში. გარდა ამისა, ყველაზე პოზიტიური ბიზნეს-მოლოდინები ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - მშენებლობის სექტორში.მოსახლეობის დასაქმებაBAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 30% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება.გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 33% ვარაუდობს, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 1% გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.დასაქმების კუთხით ყველაზე დადებითი მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 43% მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში თანამშრომლების შტატის გაზრდას აპირებს. ხელმისაწვდომობა ფინანსებზეგამოკითხული კომპანიების 50% (6%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის მესამე კვარტალში) მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. მათგან 25%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250187049_112:0:1935:1367_1920x0_80_0_0_87604341218fff3475cbf43756ae7e22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ბიზნესგარემო , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რა აწუხებს ბიზნესს საქართველოში - ბიზნეს-ასოციაციის ახალი კვლევა
ასოციაციის წევრმა-კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 19 აგვიტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნესისთვის მთავარ პრობლემას სპეციალისტების ნაკლებობა წარმოადგენდა, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (GBA) კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG-ი აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.
ასოციაციის წევრმა-კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 19 აგვიტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მეორე კვარტალთან შედარებით 4%-ით შეგაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.
საქართველოში ბიზნესის შემაფერხებელი ხუთი ძირითადი მიზეზი (მესამე კვარტალში):
სპეციალისტების ნაკლებობა,
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა,
სპეციალისტების დეფიციტი ყველაზე მწვავეა სამშენებლო სექტორსა და საშუალო ბიზნესში.
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები თითქმის თანაბრად მოქმედებს ყველა ზომის კომპანიებზე, განსაკუთრებით მომსახურების სფეროზე.
მუშახელის დეფიციტი ყველაზე მწვავეა სამშენებლო სექტორში, რაც თანაბრად აქტუალურია როგორც მცირე, ისე მსხვილი საწარმოებისთვის.
ლარის კურსის არასტაბილურობა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ვაჭრობისა და მცირე ბიზნესის სექტორებში.
მოთხოვნის ნაკლებობა თანაბრად მოქმედებს მრეწველობასა და ვაჭრობაზე, თუმცა მშენებლობის სექტორში ეს პრობლემა საერთოდ არ შეიმჩნევა.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის კვლევის (BAG ინდექსი) ფარგლებში გამოკითხულმა ქართულმა კომპანიებმა დადებითად შეაფასეს თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები.
2025 წლის მესამე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ზრდის ფაზაში რჩება.
მიმდინარე საქმიანი სიტუაციის ყველაზე მაღალი შეფასება მომსახურების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - მრეწველობაში. გარდა ამისა, ყველაზე პოზიტიური ბიზნეს-მოლოდინები ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური - მშენებლობის სექტორში.
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 30% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 33% ვარაუდობს, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 1% გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე დადებითი მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 43% მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში თანამშრომლების შტატის გაზრდას აპირებს.
ხელმისაწვდომობა ფინანსებზე
გამოკითხული კომპანიების 50% (6%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის მესამე კვარტალში) მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. მათგან 25%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.