4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია: შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnikსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2025
გამოწერა
აღნიშნულ საქმეზე ჯამში უკვე დაკავებულია 23 პირი, 3 პირი კი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი, აქტივისტი ნანა სანდლერი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული გამოძოების ფარგლებში სულ დაკავებულია 23 პირი, რომელთა შორის 5 აქციის ორგანიზატორი, 18 კი სამოქალაქო აქტივისტია.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
უწყება აგრძელებს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა.
სამართალდამცველებმა 5 ოქტომბრის გამთენიისას დააკავეს საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე. ხუთივე მათგანს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა ედებათ ბრალად. 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პირებს პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, ნაწილი ბრალდების წარდგენას, ნაწილი კი აკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდებიან.
ყველა ახალი ამბავი
0