პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2025
გამოწერა
სამართალდამცველების მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. აჭარის პოლიციამ სხვადასხვა დროს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებვულ ინფორმაციაში.
დაკავებულებს შორის ერთი 36 წლის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც წარსულში უკვე იყო ნასამართლევი, ხოლო დანარჩენი ორი-29 და 34 წლის თურქეთის მოქალაქეები. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 74 შეკვრა „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და "გამომშრალი მარიხუანა".
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და დიდი ოდენობით ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0