https://sputnik-georgia.com/20251007/ra-elodeba-laris-kurss-biznes-asociaciis-prognozi-295273996.html
რა ელოდება ლარის კურსს? ბიზნეს-ასოციაციის პროგნოზი
რა ელოდება ლარის კურსს? ბიზნეს-ასოციაციის პროგნოზი
Sputnik საქართველო
კვლევის თანახმად, კომპანიების 19% ლარის გაუფასურებას ელის, ხოლო 10% - გამყარებას. 07.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-07T10:56+0400
2025-10-07T10:56+0400
2025-10-07T10:56+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23024/48/230244865_0:149:1500:993_1920x0_80_0_0_90d906bcf08da295959ecb049f419755.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გამოკითხული ქართული კომპანიების უმრავლესობა (70%) არ ელის, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის (ლარის) გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეიცვლება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მეორე კვარტლის ბიზნეს-კლიმატის კვლევის შედეგებში.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG-ი აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.ასოციაციის წევრმა-კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 19 აგვიტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს.გარდა ამისა, ამ პერიოდში, 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაიზარდა (8 პროცენტული პუნქტით) იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის შემცირებას ელოდებიან.ხოლო იმ კომპანიების წილი, რომლებიც არ ელოდებიან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23024/48/230244865_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_803721249e24df221396c82c2a08c050.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
რა ელოდება ლარის კურსს? ბიზნეს-ასოციაციის პროგნოზი
კვლევის თანახმად, კომპანიების 19% ლარის გაუფასურებას ელის, ხოლო 10% - გამყარებას.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. გამოკითხული ქართული კომპანიების უმრავლესობა (70%) არ ელის, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის (ლარის) გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით შეიცვლება, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მეორე კვარტლის ბიზნეს-კლიმატის კვლევის შედეგებში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს წარმოადგენენ. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგის ჯგუფი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს-ორგანიზაციებს. ამრიგად, საერთო ჯამში, BAG-ი აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.
ასოციაციის წევრმა-კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა მიმდინარე წლის 19 აგვიტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში მიიღეს.
კვლევის თანახმად, კომპანიების 19% ლარის გაუფასურებას ელის, ხოლო 10% - გამყარებას.
გარდა ამისა, ამ პერიოდში, 2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, გაიზარდა (8 პროცენტული პუნქტით) იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის შემცირებას ელოდებიან.
ხოლო იმ კომპანიების წილი, რომლებიც არ ელოდებიან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას მომდევნო 6 თვის განმავლობაში, 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა.