https://sputnik-georgia.com/20251007/mosavlis-martvis-kompaniis-subsidia-izrdeba-295289041.html
რთველი - 2025: „მოსავლის მართვის კომპანიის" სუბსიდია 75 მილიონ ლარამდე იზრდება
რთველი - 2025: „მოსავლის მართვის კომპანიის" სუბსიდია 75 მილიონ ლარამდე იზრდება
Sputnik საქართველო
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია რაჭაში კი - 1,5-დან 2 ათას ტონამდე. 07.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-07T21:38+0400
2025-10-07T21:38+0400
2025-10-07T23:06+0400
საქართველო
რთველი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231391_0:37:2049:1189_1920x0_80_0_0_bfb1fd924ef2ee73abcda5d4dba51223.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ „მოსავლის მართვის კომპანიას", რომელიც „რთველი 2025"-ის ფარგლებში ფერმერებისგან ყურძენს იბარებს, სუბსიდიის მოცულობა 50-დან 75 მილიონ ლარამდე გაუზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებს.2025 წელს საქართველოს მთავრობამ სუბსიდირების პირობებში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, მიმდინარე წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია რაჭაში კი - 1,5-დან 2 ათას ტონამდე.2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295231391_207:0:1840:1225_1920x0_80_0_0_05f410185ff03d823352df59d6a2582d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რთველი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რთველი , საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რთველი - 2025: „მოსავლის მართვის კომპანიის" სუბსიდია 75 მილიონ ლარამდე იზრდება
21:38 07.10.2025 (განახლებულია: 23:06 07.10.2025) 2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია რაჭაში კი - 1,5-დან 2 ათას ტონამდე.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ „მოსავლის მართვის კომპანიას", რომელიც „რთველი 2025"-ის ფარგლებში ფერმერებისგან ყურძენს იბარებს, სუბსიდიის მოცულობა 50-დან 75 მილიონ ლარამდე გაუზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
მევენახე-ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას 2020 წლიდან ახორციელებს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ სუბსიდირების პირობებში ცვლილება შეიტანა. კერძოდ, მიმდინარე წელს ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, კახეთის რეგიონში ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" უზრუნველყოფს.
საწარმო ყურძენს ხარიხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული "საფერავის" ჯიშის ყურძენს - 1,5 ლარად , "ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1,2 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1 ლარად.
საქართველოში რთველი, ტრადიციულად, კახეთის რეგიონში, აგვისტოს ბოლო-სექტემბრის დასაწყისში იწყება. რაჭაში, „ხვანჭკარას“ სამშობლოში კი ყურძნის მოსავლის აღება დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება.
2025 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონის ფარგლებშია რაჭაში კი - 1,5-დან 2 ათას ტონამდე.
2024 წელს, რთველის დროს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა - 320 ათას ტონამდე, რაც დაახლოებით 45%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.