https://sputnik-georgia.com/20251007/bochorishvili-evrokavshirtan-uvizo-rejims-gadasarcheni-araperi-aqvs-295287013.html
ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არაფერი აქვს გადასარჩენი
ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არაფერი აქვს გადასარჩენი
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მექანიზმის რეფორმა, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს შეაჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა... 07.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-07T18:53+0400
2025-10-07T18:53+0400
2025-10-07T18:53+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროპარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიმართ თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.დღეს ევროპარლამენტმა 518 ხმით 96 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მექანიზმის რეფორმა, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს შეაჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საქართველოზეც იმოქმედებს - საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდეთ.ახალი მექანიზმის თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი გახდება გაეროს წესდების დარღვევა, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს ჰიბრიდული საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას და ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემები, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ასევე სამართლებრივი საფუძველი გახდება ქვეყნის მიერ ვროკავშირის სავიზო პოლიტიკის შეუსრულებლობა.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროპარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს არაფერი აქვს გადასარჩენი
ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მექანიზმის რეფორმა, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს შეაჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საქართველოზეც იმოქმედებს - საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდეთ.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მიმართ თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება, უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
დღეს ევროპარლამენტმა 518 ხმით 96 წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ. ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი მექანიზმის რეფორმა, რომელიც ევროკავშირს საშუალებას აძლევს შეაჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა, საქართველოზეც იმოქმედებს - საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, მოგზაურობისთვის ვიზა დასჭირდეთ.
„უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმებას და თუკი ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს იმაზე, ვინ არ ითვალისწინებს და არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ახალი მექანიზმის თანახმად, უვიზო რეჟიმის შეჩერების სამართლებრივი საფუძველი გახდება გაეროს წესდების დარღვევა, საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.
გარდა ამისა, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს ჰიბრიდული საფრთხეები, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დესტაბილიზაციას და ინვესტორებისთვის მოქალაქეობის მინიჭების სქემები, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს. ასევე სამართლებრივი საფუძველი გახდება ქვეყნის მიერ ვროკავშირის სავიზო პოლიტიკის შეუსრულებლობა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.