https://sputnik-georgia.com/20251007/2026-shua-derepnis-gzebis-msheneblobis-dasruleba-igegmeba-295283975.html
2026 წელს საქართველოში „შუა დერეფნის" გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება
2026 წელს საქართველოში „შუა დერეფნის" გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება
Sputnik საქართველო
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია 07.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-07T17:32+0400
2025-10-07T17:32+0400
2025-10-07T17:32+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
სომხეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23565/01/235650148_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_6f6098217e703c3f344bf3669efb930e.jpg
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წელს საქართველოს მთავრობა, „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, გეგმავს მთლიანად დაასრულოს აზერბაიჯანისა და სომხეთის თურქეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. 2026 წლის ბიუჯეტში ასახული მთავრობის გეგმების თანახმად, დაგეგმილია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე მიმავალი, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობის სრულად დასრულება და ასევე თურქეთის საზღვრამდე მიმავალი ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა.ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23565/01/235650148_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_fdac240972eba0b23004941934489c15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი , სომხეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
2026 წელს საქართველოში „შუა დერეფნის" გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 2026 წელს საქართველოს მთავრობა, „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, გეგმავს მთლიანად დაასრულოს აზერბაიჯანისა და სომხეთის თურქეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.
„შუა დერეფანი" არის მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2026 წლის ბიუჯეტში ასახული მთავრობის გეგმების თანახმად, დაგეგმილია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე მიმავალი, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობის სრულად დასრულება და ასევე თურქეთის საზღვრამდე მიმავალი ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა.
„ამ პროექტების განხორციელების შედეგად დასრულდება „შუა დერეფნის" იმ მონაკვეთების მშენებლობა, რომლებიც აკავშირებს საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.