https://sputnik-georgia.com/20251006/saqartveloshi-briuselis-gancxadeba-gaakritikes-295266159.html
ევროკავშირი სიმართლეზე თვალს ხუჭავს: საქართველოში ბრიუსელის განცხადება გააკრიტიკეს
ევროკავშირი სიმართლეზე თვალს ხუჭავს: საქართველოში ბრიუსელის განცხადება გააკრიტიკეს
Sputnik საქართველო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა. 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T14:00+0400
2025-10-06T14:00+0400
2025-10-06T14:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ბრიუსელი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/81/239408184_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_32db808665d329c2fd29ff3bab8979a5.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი აიგნორებს საქართველოში მიმდინარე რეალურ მოვლენებს და ობიექტური შეფასების ნაცვლად, ავრცელებს დამახინჯებულ ინფორმაციას, თვალს ხუჭავს ძალადობის შემთხვევებზე, რაც, ფაქტობრივად, რადიკალური ქმედებების მხარდაჭერას ნიშნავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა მართა კოსმა საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებთან დკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი შეფასებით, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ჩახშობის, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღების ფონზე. მათი მოწოდებაა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, დიალოგის დაწყება და ყველა მხარის მიერ ძალადობისგან თავის შეკავება.თბილისში პოლიციელებზე თავდასხმებზე ან პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობებზე თვალის დახუჭვა დამნაშავეების მიმართ თანაგრძნობასა და წახალისებას ნიშნავს, რაც, პარლამენტის დეპუტატის თქმით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტორია.საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა.საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თბილისში სიტუაცია დაიძაბა. აქციის ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მოხდა შეტაკებები. იმავე ღამეს საპროტესტო აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავეს.
საქართველო
ბრიუსელი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23940/81/239408184_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_448b0cc3aa70f014f9d9de6610e19ebb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ბრიუსელი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ბრიუსელი , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ევროკავშირი სიმართლეზე თვალს ხუჭავს: საქართველოში ბრიუსელის განცხადება გააკრიტიკეს
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი აიგნორებს საქართველოში მიმდინარე რეალურ მოვლენებს და ობიექტური შეფასების ნაცვლად, ავრცელებს დამახინჯებულ ინფორმაციას, თვალს ხუჭავს ძალადობის შემთხვევებზე, რაც, ფაქტობრივად, რადიკალური ქმედებების მხარდაჭერას ნიშნავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა მართა კოსმა საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებთან დკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი შეფასებით, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ჩახშობის, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღების ფონზე. მათი მოწოდებაა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, დიალოგის დაწყება და ყველა მხარის მიერ ძალადობისგან თავის შეკავება.
„უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება, როდესაც ევროკავშირიდან არ სურთ დაინახონ რეალური მოვლენები საქართველოში. წერენ წერილებს, რომლის შინაარსი დაცლილია სიმართლისგან. ისინი, პრაქტიკულად, თვალს ხუჭავენ ისეთ მოვლენებზე, რაც შეუძლებელია ობიექტური შეფასების პირობებში გამორჩეს ადამიანს", - განაცხადა მათიკაშვილმა.
თბილისში პოლიციელებზე თავდასხმებზე ან პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობებზე თვალის დახუჭვა დამნაშავეების მიმართ თანაგრძნობასა და წახალისებას ნიშნავს, რაც, პარლამენტის დეპუტატის თქმით, არსებულ პოლიტიკურ ვითარებაში უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტორია.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თბილისში სიტუაცია დაიძაბა. აქციის ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მოხდა შეტაკებები. იმავე ღამეს საპროტესტო აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავეს.