https://sputnik-georgia.com/20251006/papuashvili-qartvel-xalxs-evrokavshirisgan-bodishi-schirdeba-295264392.html
პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ევროკავშირისგან ბოდიში სჭირდება
პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ევროკავშირისგან ბოდიში სჭირდება
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T10:56+0400
2025-10-06T10:56+0400
2025-10-06T10:56+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_c8b56d05ad58fcc49cfec75b5c33152b.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საპროტესტო აქციებზე ძალადობის მხარდაჭერისთვის ქართველ ხალხს ევროკავშირისგან ბოდიში სჭირდება და არა კრიტიკა და დეზინფორმაცია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა მართა კოსმა საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებთან დკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი შეფასებით, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ჩახშობის, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღების ფონზე. მათი მოწოდებაა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, დიალოგის დაწყება და ყველა მხარის მიერ ძალადობისგან თავის შეკავება.რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებას, პარლამენტის სპიკერმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - დაწერა პაპუაშვილმა.საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თბილისში სიტუაცია დაიძაბა. აქციის ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მოხდა შეტაკებები. იმავე ღამეს საპროტესტო აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავეს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713828_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_1f0f2f2aaf4dbb3390c796fdf57d8f54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, ახალი ამბები
პაპუაშვილი: ქართველ ხალხს ევროკავშირისგან ბოდიში სჭირდება
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საპროტესტო აქციებზე ძალადობის მხარდაჭერისთვის ქართველ ხალხს ევროკავშირისგან ბოდიში სჭირდება და არა კრიტიკა და დეზინფორმაცია, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა და ევროკომისარმა მართა კოსმა საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებთან დკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. მათი შეფასებით, ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა განსხვავებული აზრის ჩახშობის, დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული კანონების მიღების ფონზე. მათი მოწოდებაა უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, დიალოგის დაწყება და ყველა მხარის მიერ ძალადობისგან თავის შეკავება.
„თუ სწორად მივხვდი, ქალბატონი კალასი და ქალბატონი კოსი ბოდიშს არ იხდიან მათი პრესსპიკერის მიერ ხელისუფლების დამხობის შეკრების მხარდაჭერის გამო, რის შედეგადაც, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისას 25 პოლიციელი დაშავდა. არადა, სწორედ ამას ელის დღეს ქართული საზოგადოება ევროკავშირისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებას, პარლამენტის სპიკერმა ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ფაქტებისგან აცდენილი ცრუ ნარატივების გავრცელებისგან, რაც აძლიერებს რადიკალური ძალების სურვილს ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - დაწერა პაპუაშვილმა.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, თბილისში სიტუაცია დაიძაბა. აქციის ნაწილმა პრეზიდენტის რეზიდენციის შტურმით აღება და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადა. მოხდა შეტაკებები. იმავე ღამეს საპროტესტო აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავეს.