https://sputnik-georgia.com/20251006/maxashvili-opozicias-mimartavs-295270279.html
არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ ოპოზიციას ყველაფრის „ნულიდან დაწყება“ შესთავაზეს
არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ ოპოზიციას ყველაფრის „ნულიდან დაწყება“ შესთავაზეს
Sputnik საქართველო
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ჰქვია პარტიას, არამედ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს და ხალხისთვის მიცემულ რა დაპირებებს ასრულებს იგი 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T17:37+0400
2025-10-06T17:37+0400
2025-10-06T17:37+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:553:880:1048_1920x0_80_0_0_e0f58c651937b9ea3a07ce113641842f.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საჭიროა ოპოზიციამ კარდინალურად გადახედოს საკუთარ შეხედულებებსა და მიდგომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2028 წლის არჩევნებში მას დღევანდელი წარუმატებლობის განმეორება ან მმართველი გუნდის კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება ელის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 81%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა.მისი თქმით, ოპოზიციურმა ძალებმა ბოლო წლებში არაერთხელ სცადეს თავიანთი იერსახის განახლება: იცვლებოდა სახელები, სლოგანები და სიმბოლიკა. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთმა ნაბიჯებმა შედეგი ვერ მოიტანა, რადგანაც საზოგადოება გაცილებით მომთხოვნი, ინფორმირებული და შეგნებული გახდა.მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ჰქვია პარტიას, არამედ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს და ხალხისთვის მიცემულ რა დაპირებებს ასრულებს იგი, დასძინა მან.ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნების დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა. 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ გამოაცხადეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა. იმავე საღამოს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/1e/295151153_0:471:880:1131_1920x0_80_0_0_d8f5d367423a4c040173f1fc3dde28c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ ოპოზიციას ყველაფრის „ნულიდან დაწყება“ შესთავაზეს
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ჰქვია პარტიას, არამედ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს და ხალხისთვის მიცემულ რა დაპირებებს ასრულებს იგი
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საჭიროა ოპოზიციამ კარდინალურად გადახედოს საკუთარ შეხედულებებსა და მიდგომებს, წინააღმდეგ შემთხვევაში 2028 წლის არჩევნებში მას დღევანდელი წარუმატებლობის განმეორება ან მმართველი გუნდის კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება ელის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 81%-ზე მეტი მოიპოვა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მეორე ტური თავიდან აიცილა.
„დრო დადგა, ოპოზიციამ არათუ პოლიტიკა და რაიმე მიმართულება უნდა შეცვალოს, არამედ ბევრი რაღაც არსებითად უნდა შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ცალკეული კოსმეტიკური ცვლილებები არ უშველის", - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა ძალებმა ბოლო წლებში არაერთხელ სცადეს თავიანთი იერსახის განახლება: იცვლებოდა სახელები, სლოგანები და სიმბოლიკა. თუმცა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ასეთმა ნაბიჯებმა შედეგი ვერ მოიტანა, რადგანაც საზოგადოება გაცილებით მომთხოვნი, ინფორმირებული და შეგნებული გახდა.
მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ჰქვია პარტიას, არამედ ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს და ხალხისთვის მიცემულ რა დაპირებებს ასრულებს იგი, დასძინა მან.
„თუ არსებული სიტუაცია მათი პოლიტიკური დასასრული არ არის, დიდი პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ კოსმეტიკური ცვლილებები აღარ უშველით. თავიანთი დამოკიდებულება და შეხედულებები მკაფიოდ უნდა შეცვალონ, რადგან სხვა შემთხვევაში, 2028 წელი მოვა და იგივე შედეგი დადგება. თუ არა, “ქართული ოცნებისთვის” უფრო გაუმჯობესებული შედეგი“,- განაცხადა მახაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და არჩევნების დღეს მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსა. 4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ გამოაცხადეს.
სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი დაშავდა. იმავე საღამოს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.