https://sputnik-georgia.com/20251006/biznesmenebi-investiciebis-zrdas-gegmaven-295272686.html
ქართველი ბიზნესმენები ინვესტიციების გაზრდას გეგმავენ - ახალი პროგნოზი
ქართველი ბიზნესმენები ინვესტიციების გაზრდას გეგმავენ - ახალი პროგნოზი
Sputnik საქართველო
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს. 06.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-06T20:52+0400
2025-10-06T20:52+0400
2025-10-06T20:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268230243_0:258:1765:1251_1920x0_80_0_0_62dabbd1f08a5d59c5444414698d7be2.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კომპანიების უმრავლესობა (66%) 2025 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ ინვესტიციების კვლევაში.ინვესტიციების კვლევა „BAG ინდექსის" ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და მიმოიხილავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათი ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას. კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 2025 წლის 19 აგვისტოდან 511 სექტემბრამდე.BAG-ის მონაცემებით, გამოკითხული კომპანიების 28% არ ელოდება ინვესტიციების მთლიანი მოცულობის ცვლილებას, ხოლო 6% კი ელოდება ინვესტიციების შემცირებას.კვლევაში აღნიშნულია, რომ დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებშია დაფიქსირებული.გამოკითხული კომპანიების 70% ინვესტიციების გაზრდას მომსახურების სექტორში გეგმავს, ხოლო 68% - ვაჭრობის სფეროში. მრეწველოშის სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს კომპანიების 47%, ხოლო სამშენებლო სექტორში - 40%.გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 66% ვარაუდობს , რომ გაზრდიან ინვესტიციებს აღჭურვილობის მიმართულებით. 60% ელოდება ინვესტიციების ზრდას პროგრამული უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში, ხოლო 50% - გეგმავს ინვესტირებას შენობა- ნაგებობებში.საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, ყოველი ჰოლდინგი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს ორგანიზაციებს. ამრიგად, მთლიანობაში BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268230243_7:275:1251:1208_1920x0_80_0_0_06314ee6fca7ea005f30bfecf1c7e1e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , ახალი ამბები
ქართველი ბიზნესმენები ინვესტიციების გაზრდას გეგმავენ - ახალი პროგნოზი
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს.
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში კომპანიების უმრავლესობა (66%) 2025 წელს წინა წელთან შედარებით ინვესტიციების მოცულობის გაზრდას გეგმავს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ ინვესტიციების კვლევაში.
ინვესტიციების კვლევა „BAG ინდექსის" ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და მიმოიხილავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათი ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას. კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ 2025 წლის 19 აგვისტოდან 511 სექტემბრამდე.
„2025 წლის მესამე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, 2025 წლის ინვესტიციების პროგნოზები ოდნავ გაუმჯობესდა: კომპანიების 64%-ის ნაცვლად, რომლებიც 2025 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავდნენ, ახლა ინვესტიციების გაზრდას 66% გეგმავს“, - ნათქვამია კვლევაში.
BAG-ის მონაცემებით, გამოკითხული კომპანიების 28% არ ელოდება ინვესტიციების მთლიანი მოცულობის ცვლილებას, ხოლო 6% კი ელოდება ინვესტიციების შემცირებას.
კვლევაში აღნიშნულია, რომ დარგებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2025 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებშია დაფიქსირებული.
გამოკითხული კომპანიების 70% ინვესტიციების გაზრდას მომსახურების სექტორში გეგმავს, ხოლო 68% - ვაჭრობის სფეროში. მრეწველოშის სფეროში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს კომპანიების 47%, ხოლო სამშენებლო სექტორში - 40%.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 66% ვარაუდობს , რომ გაზრდიან ინვესტიციებს აღჭურვილობის მიმართულებით. 60% ელოდება ინვესტიციების ზრდას პროგრამული უზრუნველყოფასა და მონაცემთა ბაზებში, ხოლო 50% - გეგმავს ინვესტირებას შენობა- ნაგებობებში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 130-მდე ბიზნეს-ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ ჰოლდინგის ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, ყოველი ჰოლდინგი თავის მხრივ მოიცავს მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნეს ორგანიზაციებს. ამრიგად, მთლიანობაში BAG აერთიანებს სხვადასხვა ზომის 1,2 ათასზე მეტ კომპანიას.