https://sputnik-georgia.com/20251005/zodelava-nadiradze-burchuladze-manjgaladze-da-lasha-beridze-daakaves-295250659.html
მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს
მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს
Sputnik საქართველო
აღნიშნულ პირებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T02:45+0400
2025-10-05T02:45+0400
2025-10-05T02:45+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290657181_0:0:3256:1833_1920x0_80_0_0_efd56e1c8a20dff970753dc4899b9c28.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.დაკავებულთა შორის არიან ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1d/290657181_525:0:3256:2048_1920x0_80_0_0_45c8f4676c07f7d653e397e66a080622.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს
აღნიშნულ პირებს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები დააკავეს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
დაკავებულთა შორის არიან ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ორგანიზაცია „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებდა. მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სუს-ის უფროსის მამუკა მდინარაძის, პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის, დეპუტატ თეა წულუკიანის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის დაკავება.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მურთაზ ზოდელავამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა: „მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას, შევიკრიბებით და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს - ეს პირველი ნაბიჯი იქნება“.
ზოდელავას აღნიშნული მოწოდების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
დემონსტრანტები ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვებსა და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამასთან, აქციის მონაწილეებმა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასსხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს.
შსს-მ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ოთხი მუხლით - სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაულები 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.