https://sputnik-georgia.com/20251005/rulan-shamaxia-daakaves-295252804.html
დაკავებები გრძელდება: სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს
დაკავებები გრძელდება: სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს
Sputnik საქართველო
შამახიას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T11:17+0400
2025-10-05T11:17+0400
2025-10-05T11:17+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შამახია გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე გამზირზე დააკავეს - კუდ-ის ყოფილ უფროსს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები. მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაშავდა.4 ოქტომბერ, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
დაკავებები გრძელდება: სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს
შამახიას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რუსლან შამახია დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შამახია გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე გამზირზე დააკავეს - კუდ-ის ყოფილ უფროსს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკავშირდება თუ არა შამახიას დაკავება 4 ოქტომბრის აქციას, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით აღძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი დაშავდა.
4 ოქტომბერ, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.