https://sputnik-georgia.com/20251005/geladze-aqciaze-dakavebulta-ricxvi-sheizleba-gaizardos-295254529.html
გელა გელაძე: აქციაზე დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს
გელა გელაძე: აქციაზე დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს
Sputnik საქართველო
5 ოქტომბრის გამთენიისას პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა. 05.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-05T13:25+0400
2025-10-05T13:25+0400
2025-10-05T13:25+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_0:0:801:451_1920x0_80_0_0_94e2dc98018e2c1f1b6682d47bc5f3cc.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება დაკავებულთა რიცხვის ზრდას, მინისტრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.მინისტრმა ყველა პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა.„საკმაოდ მაღალი სტანდარტით გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, - განაცხადა მან.5 ოქტომბერს, გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/05/1c/293550189_45:0:754:532_1920x0_80_0_0_8c4ecfd6e83c6000e7cd4f74bd3f2a1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
გელა გელაძე: აქციაზე დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს
5 ოქტომბრის გამთენიისას პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.
თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე არ გამორიცხავს, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის დაკავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.
4 ოქტომბრის საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 21 პოლიციელი და აქციის ექვსი მონაწილე დაშავდა. იმავე ღამეს პოლიციამ აქციის ხუთივე ორგანიზატორი დააკავა.
„გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანი არის დაკავებული. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ, ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესში მიეცემა“, - განაცხადა გელაძემ ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, უნდა ელოდოს თუ არა საზოგადოება დაკავებულთა რიცხვის ზრდას, მინისტრმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.
მინისტრმა ყველა პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა.
„საკმაოდ მაღალი სტანდარტით გამოყენებულ იქნა პროპორციული ძალა. მინდა, ასევე, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა“, - განაცხადა მან.
5 ოქტომბერს, გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის ოთხი - 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.