https://sputnik-georgia.com/20251004/sss-mouwodebs-rustavelze-dagegmili-aqciis-organizatorebs-ar-gascdnen-kanonis-farglebs-295213978.html
შსს მოუწოდებს რუსთაველზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს არ გასცდნენ კანონის ფარგლებს
შსს მოუწოდებს რუსთაველზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს არ გასცდნენ კანონის ფარგლებს
Sputnik საქართველო
კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T11:26+0400
2025-10-04T11:26+0400
2025-10-04T11:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თვითმმართველობის არჩევნები
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629338_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_c835c6608342cc02ef1d724c03538810.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დღეს რუსთაველზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ქვეყანაში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელშიც 12 პარტია მონაწილეობს. ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, მასშტაბური საპროტესტო აქცია და "მთავრობის მშვიდობიანი დამხობა" დააანონსა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629338_344:0:3075:2048_1920x0_80_0_0_7cc141db5bc6837af54b3caccdaf51b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თვითმმართველობის არჩევნები, საპროტესტო აქციები თბილისში
შსს მოუწოდებს რუსთაველზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს არ გასცდნენ კანონის ფარგლებს
11:26 04.10.2025 (განახლებულია: 11:27 04.10.2025) კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს დღეს რუსთაველზე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქვეყანაში 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომელშიც 12 პარტია მონაწილეობს. ოპოზიციის ნაწილმა, რომელიც არჩევნებში არ მონაწილეობს, მასშტაბური საპროტესტო აქცია და "მთავრობის მშვიდობიანი დამხობა" დააანონსა.
„მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.