https://sputnik-georgia.com/20251004/shss-saqme-agzra-295243739.html
შსს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე თავდასხმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
შსს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე თავდასხმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
Sputnik საქართველო
შაბათს, საღამოს, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. 04.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-04T22:10+0400
2025-10-04T22:10+0400
2025-10-04T22:09+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295237735_0:0:2560:1440_1920x0_80_0_0_615885024134fc5f66d73e87a3cd8b91.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღძრა, განაცხადა შსს-ის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგზე.მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მშვიდ გარემოში გამოეხატათ თავიანთი პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.როგორც მან აღნიშნა, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.უწყების ცნობით, დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება.შაბათს, საღამოს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295237735_320:0:2240:1440_1920x0_80_0_0_fb05c07a457cabc6f5a73a91e52be68c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები, ქართული ოპოზიცია
შსს: პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე თავდასხმის საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
შაბათს, საღამოს, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
თბილისი, 4 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის მცდელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღძრა, განაცხადა შსს-ის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ბრიფინგზე.
„გამოძიება სსკ-ის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს", - განაცხადა დარახველიძემ.
მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მშვიდ გარემოში გამოეხატათ თავიანთი პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია.
„მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს", - განაცხადა დარახველიძემ.
როგორც მან აღნიშნა, პროტესტის ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი ხასიათის მოწოდებები გაჟღერდა, ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
„დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები. საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული", - განაცხადა დარახველიძემ.
უწყების ცნობით, დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება.
შაბათს, საღამოს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცსაშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაშია საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაძე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგიის აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.