https://sputnik-georgia.com/20251002/surogat-dedebtan-da-biologiur-msoblebtan-dakavsirebuli-saqme-dakavebulia-suamavali-295179934.html
სუროგატ დედებთან და ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირებული საქმე: დაკავებულია შუამავალი
სუროგატ დედებთან და ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირებული საქმე: დაკავებულია შუამავალი
Sputnik საქართველო
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T13:30+0400
2025-10-02T13:30+0400
2025-10-02T13:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22900/71/229007191_0:23:1200:698_1920x0_80_0_0_0058aa41fdb5d2dac298142abe17b537.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს „ქინდერლი ჯორჯია", რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით „ქინდერლი ჯორჯია" ეძებდა სუროგატ დედებს და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22900/71/229007191_121:0:1081:720_1920x0_80_0_0_98b65cec07cf7625ecfc1784cf584f72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სუროგატ დედებთან და ბიოლოგიურ მშობლებთან დაკავშირებული საქმე: დაკავებულია შუამავალი
დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, უკრაინის მოქალაქეს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება ბრალდებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს დაარსებული ჰქონდათ შპს „ქინდერლი ჯორჯია", რომელიც წარმოადგენდა შუამავალ კომპანიას ბიოლოგიურ მშობლებსა და სუროგატ დედებს შორის. კერძოდ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით „ქინდერლი ჯორჯია" ეძებდა სუროგატ დედებს და მათთან დებდა ხელშეკრულებას ბიოლოგიური მშობლების სახელით, როგორც მათი წარმომადგენლები.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული შპს-ს სახელით, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისაგან მოიზიდეს დიდი ოდენობით თანხა და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670.150 აშშ დოლარზე მეტი თანხა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.