https://sputnik-georgia.com/20251002/rodis-gascems-momsaxurebis-saagento-3-da-4-oqtombers-gasacem-cnobebs-295186004.html
როდის გასცემს მომსახურების სააგენტო 3 და 4 ოქტომბერს გასაცემ ცნობებს
როდის გასცემს მომსახურების სააგენტო 3 და 4 ოქტომბერს გასაცემ ცნობებს
Sputnik საქართველო
იმ პირებს, რომელთაც 3 ოქტომბერს უწევდათ მოთხოვნილი ცნობის მიღება, დოკუმენტს მიიღებენ 6 ოქტომბერს, აცხადებენ სააგენტოში. 02.10.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-10-02T22:03+0400
2025-10-02T22:03+0400
2025-10-02T22:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_9ad79a28acd9bc84ff3b345b5c10fb6b.jpg
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეებში, 3 და 4 ოქტომბერს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს და ვისაც მოთხოვნილი ცნობის მიღება 3 ოქტომბერს უწევდა, დოკუმენტს 6 ოქტომბერს მიიღებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. 4 ოქტომბერი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეა, რომელიც კანონით უქმე დღეა. კერძო კომპანიები თავად წყვეტენ, იმუშავებენ თუ არა შაბათ-კვირას.„იმ პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 3 ან 4 ოქტომბერს, გამოცდით ისარგებლებენ 6 ოქტომბერს; ხოლო იმ პირებს, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 3 ოქტომბერს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ხოლო მათ, ვისაც შენახული აქვს უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით. იმ პირებს კი, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი. გარდა ამისა, მობილური ჯგუფები ახალქალაქის, დაბა მესტიისა და ამბროლაურის მოსახლეობას პერიოდულად აწვდიან სერვისებს. მომსახურების სააგენტოს სერვისების მიწოდება ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებასთან დაკავშირებული სერვისები; სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები; იარაღის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული სერვისები; ცნობების გაცემასთან დაკავშირებული სერვისები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458103_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_c4f487673758ee66c7e8e3e4a6d9940c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
როდის გასცემს მომსახურების სააგენტო 3 და 4 ოქტომბერს გასაცემ ცნობებს
იმ პირებს, რომელთაც 3 ოქტომბერს უწევდათ მოთხოვნილი ცნობის მიღება, დოკუმენტს მიიღებენ 6 ოქტომბერს, აცხადებენ სააგენტოში.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეებში, 3 და 4 ოქტომბერს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები არ იმუშავებს და ვისაც მოთხოვნილი ცნობის მიღება 3 ოქტომბერს უწევდა, დოკუმენტს 6 ოქტომბერს მიიღებენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა. 4 ოქტომბერი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეა, რომელიც კანონით უქმე დღეა. კერძო კომპანიები თავად წყვეტენ, იმუშავებენ თუ არა შაბათ-კვირას.
„იმ პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა უწევდათ 3 ან 4 ოქტომბერს, გამოცდით ისარგებლებენ 6 ოქტომბერს; ხოლო იმ პირებს, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე 3 ოქტომბერს აქვთ ჯავშანი, გამოცდაზე გასვლის კონკრეტული თარიღისა და დროის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღის განმავლობაში ეცნობებათ", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხოლო მათ, ვისაც შენახული აქვს უფასო ან ფასიანი სანომრე ნიშნები და შენახვის ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით.
იმ პირებს კი, რომელთაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო ვადად განსაზღვრული აქვთ 3 ან 4 ოქტომბერი, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და ვადა გაუხანგრძლივდებათ 6 ოქტომბრის ჩათვლით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულები ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში არის წარმოდგენილი: თბილისი, რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და ბათუმი. გარდა ამისა, მობილური ჯგუფები ახალქალაქის, დაბა მესტიისა და ამბროლაურის მოსახლეობას პერიოდულად აწვდიან სერვისებს.
მომსახურების სააგენტოს სერვისების მიწოდება ოთხი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებასთან დაკავშირებული სერვისები; სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული სერვისები; იარაღის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული სერვისები; ცნობების გაცემასთან დაკავშირებული სერვისები.