ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ინდოეთის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2025
გამოწერა
ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ინდოეთის მოქალაქე, 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებული ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის, მკვლელობის მცდელობისა და მუქარის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.
ინდოეთის მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0