აჭარაში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2025
გამოწერა
გარდაცვლილ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სუს-ის თანამშრომელი დაბა ჩაქვში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
გარდაცვლილ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული ჭრილობა.
იმ ადამიანებს, ვინც მიცვალებული იპოვა, ადგილზე წერილიც დახვდათ. მედიის ცნობით, გამოძიება ახლა არკვევს წერილის შინაარსს და იმას, თუ ვის ეკუთვნის ის.
სუს-ში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ განიხილება სუიციდის ვერსია და დამატებით დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0