https://sputnik-georgia.com/20250930/tbilissa-da-regionebshi-iaragis-arsenali-amoiges-295147947.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
Sputnik საქართველო
დანაშაულები 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T13:29+0400
2025-09-30T13:29+0400
2025-09-30T13:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში. საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, იმერეთში, კახეთსა და შიდა ქართლში ჩატარდა. დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 28-დან 64 წლამდეა, ოთხი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რევოლვერები და პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია ცხრა პირი
დანაშაულები 7-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორაციაში.
საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, იმერეთში, კახეთსა და შიდა ქართლში ჩატარდა.
დაკავებულებს შორის, რომელთა ასაკი 28-დან 64 წლამდეა, ოთხი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, რევოლვერები და პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.