https://sputnik-georgia.com/20250930/policiam-tbilisshi-opozicioneri-aqtivisti-daakava-295148664.html
პოლიციამ თბილისში ოპოზიციური პარტიის აქტივისტი დააკავა
პოლიციამ თბილისში ოპოზიციური პარტიის აქტივისტი დააკავა
Sputnik საქართველო
სამართალდამცველებმა გელა ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T12:19+0400
2025-09-30T12:19+0400
2025-09-30T12:19+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. ოპოზიციონერი აქტივისტი სამართალდამცველებმა 29 სექტემბრის საღამოს დააკავეს.შსს-ს ცნობით, ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული. 27 და 28 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.გელა ხასაია ამ ეტაპზე დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი, ის გვიან ღამით მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ მოინახულა.მისი განცხადებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება 1-ელ სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო.„შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობით, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომელიც სადგურის მოედნის მიმდებარედ მოხდა, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის ერთ-ერთი შემსწრე იყო გელა ხასაია. თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ის, რომ თვითონ არ ყოფილა არავითარი კონფლიქტის მონაწილე, ეს ცხადი და ერთნიშვნელოვანია, ამის დადასტურება იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა ფურცელაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში ოპოზიციური პარტიის აქტივისტი დააკავა
სამართალდამცველებმა გელა ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ პოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა.
ოპოზიციონერი აქტივისტი სამართალდამცველებმა 29 სექტემბრის საღამოს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული. 27 და 28 წლის მამაკაცებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
გელა ხასაია ამ ეტაპზე დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი, ის გვიან ღამით მისმა ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ მოინახულა.
მისი განცხადებით, სავარაუდოდ, საქმე ეხება 1-ელ სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელშიც გელა ხასაიასთვის უცნობი პირები მონაწილეობდნენ და რომელსაც ხასაია შეესწრო.
„შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობით, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომელიც სადგურის მოედნის მიმდებარედ მოხდა, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის ერთ-ერთი შემსწრე იყო გელა ხასაია. თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ის, რომ თვითონ არ ყოფილა არავითარი კონფლიქტის მონაწილე, ეს ცხადი და ერთნიშვნელოვანია, ამის დადასტურება იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა ფურცელაძემ ჟურნალისტებთან.