https://sputnik-georgia.com/20250930/kobaxidze-saqartvelos-mizania-korupciisgan-tavisupali-qveknebis-sameulshi-moxvedra-295149027.html
კობახიძე: საქართველოს მიზანია ევროპაში კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების სამეულში მოხვედრა
კობახიძე: საქართველოს მიზანია ევროპაში კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების სამეულში მოხვედრა
Sputnik საქართველო
სექტემბრის შუა რიცხვებში მმართველმა პარტიამ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა დააანონსა 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T13:00+0400
2025-09-30T13:00+0400
2025-09-30T13:00+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_0:38:2044:1188_1920x0_80_0_0_5cf4b7e0fb37598cbe1ce854fbf062f1.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი - შეუერთდეს კორუფციის ყველაზე დაბალი დონის მქონე ევროპის ქვეყნების სამეულს, რაც უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ზომების წყალობით სრულიად მიღწევადია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში შეტანილი ცვლილებების გარდა, ნაბიჯები იდგმება ყველა შესაძლო დარღვევის გამოსაძიებლად. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა ყველა მიმართულებით გაგრძელდება.სექტემბრის შუა რიცხვებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა დააანონსა, რომლებიც შეეხება ფინანსურ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობილ საჯარო მოხელეებს.დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში დამნაშავედ ცნობენ, ვალდებულება ექნებათ 30 წლის განმავლობაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება. კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსში, რომელიც ითვალისწინებს ისეთ წამყვან ფაქტორს, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველომ ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მსოფლიოში 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - პირველი ადგილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_207:0:1839:1224_1920x0_80_0_0_3f55a579f35e298d0ed988e91a27011b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
კობახიძე: საქართველოს მიზანია ევროპაში კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების სამეულში მოხვედრა
სექტემბრის შუა რიცხვებში მმართველმა პარტიამ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა დააანონსა
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი - შეუერთდეს კორუფციის ყველაზე დაბალი დონის მქონე ევროპის ქვეყნების სამეულს, რაც უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ზომების წყალობით სრულიად მიღწევადია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში შეტანილი ცვლილებების გარდა, ნაბიჯები იდგმება ყველა შესაძლო დარღვევის გამოსაძიებლად. მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა ყველა მიმართულებით გაგრძელდება.
„მინდა ჩვენი ამბიციური მიზანი შეგახსენოთ - გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა“, – განაცხადა კობახიძემ.
სექტემბრის შუა რიცხვებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა დააანონსა, რომლებიც შეეხება ფინანსურ დანაშაულებში დამნაშავედ ცნობილ საჯარო მოხელეებს.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საჯარო მოხელეებს, სახელმწიფო საწარმოების თანამშრომლებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმ შემთხვევაში, თუ მათ ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში დამნაშავედ ცნობენ, ვალდებულება ექნებათ 30 წლის განმავლობაში წარადგინონ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია.
საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად ითვლება. კანონის უზენაესობის 2024 წლის ინდექსში, რომელიც ითვალისწინებს ისეთ წამყვან ფაქტორს, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველომ ევროპის 20 საუკეთესო ქვეყანას შორის მსოფლიოში 33-ე ადგილი დაიკავა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში - პირველი ადგილი.