https://sputnik-georgia.com/20250930/-------295150222.html
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო ვაჭრობას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო ვაჭრობას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს
Sputnik საქართველო
სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან და პროცესს მკაცრად გააკონტროლებს. 30.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-30T15:00+0400
2025-09-30T15:00+0400
2025-09-30T15:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145823_0:0:1921:1080_1920x0_80_0_0_b854cb62a4c0243892eb11a51a3b9d90.jpg
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 1-ლი ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს კერძო სუბიექტების მხრიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელების და ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვას. ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო. მინისტრის განცხადებით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს. სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა. ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე - sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაფორმებლად მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე.ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი საშუალებების საბითუმო ვაჭრობა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კომპანიებს შეეძლებათ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ძალაში ივლისში შევიდა. ამ დრომდე სახელმწიფო ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა შეძენა და იმპორტი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, საბითუმო კერძო კომპანიებისგან ყიდულობდა. ფსიქოტროპული საშუალებების საბითუმო ვაჭრობისა და იმპორტის სახელმწიფოს ხელში გადასვლა საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია. წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში არაერთი ცვლილება მიიღო, რომლითაც საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები და გაამკაცრა ნარკოვაჭრობისთვის სასჯელები. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ქუჩებში და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145823_217:90:1566:1102_1920x0_80_0_0_023af8b571cf872b003b29e9297bab36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო ვაჭრობას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს
სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან და პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 1-ლი ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს კერძო სუბიექტების მხრიდან ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელების და ასევე ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის აკრძალვას.
ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო.
„ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზე, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას“, -აღნიშნა სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შესაბამისად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე - sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაფორმებლად მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რომელიც გამოქვეყნებული იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე.
ცვლილებები, რომლის მიხედვით, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი საშუალებების საბითუმო ვაჭრობა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ კომპანიებს შეეძლებათ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ძალაში ივლისში შევიდა.
ამ დრომდე სახელმწიფო ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა შეძენა და იმპორტი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, საბითუმო კერძო კომპანიებისგან ყიდულობდა.
ფსიქოტროპული საშუალებების საბითუმო ვაჭრობისა და იმპორტის სახელმწიფოს ხელში გადასვლა საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის პროგრამის ნაწილია.
წელს პარლამენტმა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში არაერთი ცვლილება მიიღო, რომლითაც საბოლოოდ გამიჯნა ნარკოტიკული საშუალებების შენახვა/რეალიზაციის საკითხები და გაამკაცრა ნარკოვაჭრობისთვის სასჯელები. კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ, საქართველოს პოლიციამ გააძლიერა კონტროლი ქვეყნის ქუჩებში და ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ათასზე მეტი ადამიანი დააკავა.