https://sputnik-georgia.com/20250929/rachis-erovnuli-parkis-partobi-gaizrdeba-295141508.html
საქართველოს ეროვნული პარკების ფართობი გაიზრდება - ახალი კანონპროექტი
საქართველოს ეროვნული პარკების ფართობი გაიზრდება - ახალი კანონპროექტი
Sputnik საქართველო
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის... 29.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-29T17:37+0400
2025-09-29T17:37+0400
2025-09-29T17:37+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
კანონმდებლობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/52/246825261_0:263:2501:1669_1920x0_80_0_0_57b4b46d001d774ef980985584be249b.jpg
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4,8 ათასი ჰექტარით გაიზრდება - საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში კიდევ ხუთი ბუნების ძეგლი შეიქმნება, განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში.ცვლილებები „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შედის. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.გარდა ამისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი 50.240,4 ჰექტარზე, რომელსაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მართავს.საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 600 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/52/246825261_101:0:2326:1669_1920x0_80_0_0_d540d90994440c7e2a6b78a935766311.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები, კანონმდებლობა
საქართველოს ეროვნული პარკების ფართობი გაიზრდება - ახალი კანონპროექტი
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. რაჭის ეროვნული პარკის ფართობი 4,8 ათასი ჰექტარით გაიზრდება - საქართველოს პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში კიდევ ხუთი ბუნების ძეგლი შეიქმნება, განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოს პრეს-სამსახურში.
ცვლილებები „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში შედის. პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ეროვნული პარკის ტერიტორია საკიშორის, შარეულას, უშოლთის, მურადის და კიდობანას მღვიმეების ხარჯზე გაფართოვდება. მათ მართვას რაჭის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია განახორციელებს.
გარდა ამისა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი 50.240,4 ჰექტარზე, რომელსაც დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მართავს.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 13 ეროვნული პარკი, 24 აღკვეთილი, 40 ბუნებრივი ძეგლი და 5 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი ჯერ კიდევ 1912 წელს შეიქმნა.
ამჟამად დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი საქართველოში 600 ათას ჰექტარზე მეტს შეადგენს. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების ფართობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იზრდება.